The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ლომია

ილია ლომია
Date of birth:1 August, 1926
Date of death:1999  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1955წწ. მუშაობდა ქ. ტყვარჩელში N5 და N3 მაღაროების უბნის უფროსად; 1955-1966წწ. მონაწილეობდა N6 მაღაროს მშენებლობაში, იყო N8 მაღაროს უფროსი; 1966-1972წწ. სათავეში ედგა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის"ტყიბულის სამშენებლო სამმართველოს "ტყიბულშახტმშენს"; ასევე, რესპუბლიკური გაერთიანება "საქნახშირის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს; ხელმძღვანელობდა ტყიბულის მაღაროების "კომკავშირულისა" და "დასავლეთის", ქალაქის ფეხბურთის სტადიონ "მეშახტის", N6 საშუალო სკოლის, საბავშვო ბაგა-ბაღების და სხვა მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობას; არაერთგზის იყო არჩეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ტყიბულის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, ასევე, საქართველოს კპ ტყვარჩელისა და ტყიბულის საქალაქო კომიტეტების ბიუროს წევრად; იყო მეშახტის I, II, და III ხარისხის დიდების ორდენების კავალერი; დაჯილდოებული იყო საბჭოთა კავშირის ქვანახშირის მრეწველობისა და საქართველოს მშენებლობის სამინისტროების საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.349-350

Awards and Honors

  • ტყიბულის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: