The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ლომიძე

ავთანდილ ლომიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის 1971 წელს.

1971-1977წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") კარკასულ შენობათა განყოფილებაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1977-1995წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1996 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მთავარ ინჟინრად; დაინიშნა ახლადშექმნილი სს "თბილმრეწვმშენ-3"-ის მთავარ ინჟინრად, ტექნიკურ დირექტორად; მონაწილეობდა მაუდ-კამვოლის კომბინატის, გლდანის რაიაღმასკომისა და რაიკომის შენობების, "საქმშენის" ბაზის (საბურთალოზე), პოლიკლინიკის (ვაჟა-ფშაველას გამზირზე) ქ. თბილისში, საცხოვრებელი მასივების (ნუცუბიძის პლატოზე, დიდ დიღომში, ვაშლიჯვარში) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული მიწისძვრების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში იმერეთის რეგიონში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.350; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 170

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

გააზიარე: