შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინა ბეგიზოვა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი 1970 წელს და თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1979 წელს. 1980-2004 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. წერდა წერილებს ქართული ანიმაციური კინოს პრობლემების, ტენდენციების და პერსპექტივების შესახებ. კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1994). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსოფლიო ანიმაციური კინოს ტენდენციები"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხელოვნებათა ურთიერთგავლენა ანიმაციური ფილმების სახეობრივ სტრუქტურაში", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 50; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.581
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |