The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ლომინაძე

არჩილ ლომინაძე
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1993  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლენინგრადის ტექნიკური აკადემია 1930 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ლენინგრადშის ტექნიკურ აკადემიაში, შემდეგ გადავიდა ქ. ვოლოგდაში; 1932 წლიდან მივლინებული იყო საპროექტო ინსტიტუტ "ამიერკავკასსახპროექტში", ზუგდიდში ენგურქაღალდკომბინატის მშენებლობასთან დაკავშირებით, საპროექტო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობისათვის; 1933 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "თბილქალაქმშენის" მთავარ ინჟინრად, მოგვიანებით - ენგურის ქაღალდის კომბინატის ტექნიკურ დირექტორად; მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში სამეცნიერო-საკვლევი განყოფილების ხელმძღვანელად; 1942-1944წწ. მუშაობდა კარტოგრაფიული ქარხნის ბაზაზე ევაკოჰოსპიტლის მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1944-1965წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტს"; 1965-1974წწ. - საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტს"; მისი ხელმძღვანლობითა და მონაწილეობით საქართველოში დაპროექტდა და აშენდა რიგი მსხვილი საწარმოო ობიექტები; შესრულდა და დამუშავდა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავისა და სხვა ქალაქების განვითარების გენერალური გეგმები; 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტად; იყო 35 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მინიჭებული ჰქონდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (1978).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.351

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II ხარისხის მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: