Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ლომინაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1936 წელს; იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა. II მსოფლიო ომის წლებში მსახურობდა ირანში, საბჭოთა ჯარების შემედგენლობაში; 1947-1953წწ. მუშაობდა აკარმარაში (აფხაზეთის ასსრ), "კვეზანი-ტყვარჩელისა" და გუდაუთის სარკინიგზო ხაზებისა და რკინიგზის სადგურების მშენებლობაზე; 1953-1954წწ. ჩამოაყალიბა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" N133 სამშენებლო სამმართველო; 1956-1959წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სოხუმის N6 სამშენებლო ტრესტს; 1959-1975წწ. სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრასმშენის" N133 სამშენებლო სამმართველოს; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის დოცენტი; ამავე ფაკულტეტის სადიპლომო კომისიის თავმჯდომარე; აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი; დაჯილდოებული იყო საკავშირო და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.351 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |