The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია მდივანი

ზაქარია მდივანი
Date of birth:5 August, 1867
Date of death:18 April, 1933  (at 65 years)
Burial location:სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი 1884 წელს, კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი 1886 წელს და გენერალური შტაბის აკადემია 1898 წელს (1-ი თანრიგით).

მსახურობდა ვარშავის საციხოვნო არტილერიაში და კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქში. 1899 წელს გადაყვანილ იქნა გენერალურ შტაბში. 1899-1902 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანაშემწედ. 1902-1908 წლებში მსახურობდა ბათუმში, მიხეილის სიმაგრის შტაბის უფროსად. 1908- წელს დაინიშნა 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად. 1908-1910 წლებში მსახურობდა პოლკოვნიკად და მე-13 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად. 1910-1912 წლებში მსახურობდა სევასტოპოლის სიმაგრის შტაბის უფროსად.  1912-1915 წლებში მსახურობდა ლაიბ-გვარდიის მე-13 ერივანსკის პოლკის მეთაურად. 1913 წელს დაინიშნა იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტად.  1915 წელს ჩაირიცხა იმპერატორ ნიკოლოზ II-ს ამალაში. შედიოდა იმპერატორის უახლოეს გარემოცვაში. 1915 წელს ირიცხებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში. 1915-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის მე-IV საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად. 1917-1918 წლებში მსახურობდა 39-ე ქვეითი დივიზიის უფროსად, კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარ უფროსად, ბათუმის ციხის შტაბის უფროსად, ბათუმის სამხედრო კომენდანტად და ბათუმის ოლქში განლაგებულ ყველა ჯარების უფროსად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას მის ორგანიზაციაში. ერთხანს იყო ქართული არმიის მთავარსარდალი. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში - პარიზში, იყო "ლაიბ-ერევნელების" თავმჯდომარე, თავის თავს უწოდებდა თავადს, მაგრამ რუსეთის იმპერიაში და არც საქართველოს სამეფოში ეს გვარი არასოდეს არ ოყო დამტკიცებული თავადის ხარისხში. გაერთიანებული სახელმწიფი პოლიტიკური სამმართველოს უცხოეთის განყოფილების (ИНО ОГПУ) ცნობით 1924 წლის 8 სექტემბერს იმყოფებოდა სტამბოლში და აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. პოლკოვნიკი (1906), ქართველი გენერალ-მაიორი (1915).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.77; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.640

Awards and Honors

  • 1916 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1911 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1908 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: