შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1967 წელს. 1967-1971წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალის ინჟინერ-დამპროექტებლად და პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1971-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში ტექნიკური განყოფილების უფროსად; ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსად, გაერთიანება "საქსპეცმშენში" ტექნიკური განყოფილების უფროსად; N4 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად და N4 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; მისი ხელმძღვანელობით N4 სამშენებლო ტრესტში დაინერგა სამშენებლო ობიექტების მსხვილბლოკოვანი მშენებლობა; 1979 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება "ხუროს" მთავარ კონსტრუქტორად; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ონის რაიონის საფლებში 1991 წლის მიწისძვრების შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების გამაგრების და აღდგენის პროექტების დამუშავებასა და განხორციელებაში; 1993-1995წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში სამშენებლო ფირმა "ბემ"-ში მთავარ კონსტრუქტორად და ბიუროს თავმჯდომარედ; არის რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; მონაწილეობდა სხვადასხვა საკავშირო, რესპუბლიკურ და საქალაქო გამოფენებსა და კონფერენციებში; არაერთხელ იყო არჩეული საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების საბჭოს წევრად, სექციის ხელმძღვანელად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.352-353
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |