The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ლომჯარია

თამაზ ლომჯარია
Date of birth:5 January, 1952  (73 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1980წწ. მუშაობდა მახარაძის (ამჟამად ოზურგეთის) რაისაბჭოს აღმასკომის საპროექტო ბიუროს არქიტექტორად; 1980-1992წწ. იყო ოზურგეთის სამხატვრო გამფორმებელი საწარმოს ჯერ მთავარი ინჟინერი, შემდეგ კი დირექტორი; 1992-2008წწ. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი და გარემოს" თავმჯდომარე; 2008-2014წწ. მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი. პ. "კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების" ცენტრის მთავარ სპეციალისტად; 2014 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის განყოფილების უფროსია; მისი ძირითადი ნამუშევრებია: საზაფხულო კაფე-ბარი "ბახმარო" ბ. ძნელაძის ქუჩაზე (ქ. თბილისში), მუსიკალური შადრევანი და ფირმა "ბახმაროს" კაფე-ბარი (თანაავტორი), ფირმა "ბახმაროს" ადმინისტრაციული შენობა (ქ. ოზურგეთში), ოზურგეთის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია (თანაავტორი), ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე (თანაავტორებთან), სარეაბილიტაციო ცენტრი და სასტუმრო სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), საკონდიტრო ქარხნის რეკონსტრუქცია სოფელ მაკვანეთში, სუპერმარკეტები ე. თაყაიშვილისა და ნ. ნაკაშიძის ქუჩებზე, სააგარაკო და საცხოვრებელი სახლები შეკვეთილში, ურეკსა და ქ. ოზურგეთში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.353-354


Share: