შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1963 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" აპარატში სამმართველოს უფროსად, სათაო სამშენებლო სამმართველო "სამგორწყალმშენის" მთავარ ინჟინრად; ხელმძრვანელობდა ისეთი მნიშვნელოვანი წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობას, როგორებიცაა: ალგეთის, დალის მთის წყალსაცავი, ზემო სამგორის, "ტბისი-კუმისის", ზემო ხაშურის, ალაზნის სარწყავი სისტემები, კოლხეთის დაბლობის დაშრობის სამუშაოები, საწარმოო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.355 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |