Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. 1952-1962წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" დამპროექტებლად, უფროს ინჟინრად; 1963-1972წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტის და კაპმშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმმშენპროექტის" ჯერ მთავარი ინჟინერი, შემდგომ დირექტორი; იყო პროექტების ავტორი და უშუალოდ მონაწილეობდა არაერთი კომუნალური და სასოფლო-სამეურნეო, სამოქალაქო-სამრეწველო და ჰიდროტექნიკური ობიექტის, მათ შორის: სოფელ უდაბნოსა და სხვა მსხვილი სასოფლო დასახლებების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსების, სასოფლო-სამშენებლო ინდუსტრიის ობიექტების მშენებლობაში; იყო იმ პირველ ქართველ ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსთა შორის, რომლებმაც დაიწყეს "ენგურჰესის" კომპლექსის დაგეგმარება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.355 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |