შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიკო ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო სტუდენტობაში და განვლო პროფესიული საქმიანობის ყველა საფეხური, მუშიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს გაერთიანება "საქმინწყლების" მთავარ ინჟინრამდე; ასრულებდა საქართველოს სსრ ვაჭრობის სახალხო კომისარიატის მთავარი ინჟინრის მოვალეობას; იყო სამამულო ომის მონაწილე.; II მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობდა თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში, საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "მსუბუქმრეწვმშენის" მმართველად, გორის ბამბეულის კომბინატის დირექტორად; 1955-1961წწ. იყო საქართველოს სსრ მშენებლობის მინისტრი; 1962 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1963 წლიდან კი საქართველოს სსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1967 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრად, სადაც მუშაობდა 1972 წლამდე; 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს აპარატში მრჩევლად; დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენებითა და მედლებით; ომის პერიოდში მინიჭებული ჰქონდა ტექნიკური ჯარების პოლკოვნიკის წოდება, იყო ვეტერან მეომართა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.356 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |