Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფერდინანდ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს; მოსკოვის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1975 წელს. 1959-1960წწ მუშაობდა ქ. ვორონეჟში, სამხრეთ-აღმოსავლეთ რკინიგზის სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1964წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად; 1964-1966წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1966-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საპროექტო-ტექნოლოგიური ტრესტ "საქორგტექმშენის" მმართველის მოადგილე; 1968 წელს მოვლინებული იყო ბუქარესტში (რუმინეთი) სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1971-1973წწ. ქ. კონაკრიში (გვინეის რესპუბლიკა), საკავშირო გაერთიანება "ბოქსიტმშენის" ინჟინერ-კონსულტანტად; 1973-1974წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსათბურმშენის" მმართველის მოადგილე; 1975-1987წწ. საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო და 1989-1991წწ. კინემატოგრაფიის ფონდის დირექტორი; 1991-1994წწ. არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი საქართველოში; 1994-1996წწ. მუშაობდა საქართველოს ცეკავშირის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1996-1998წწ. საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1999 წელს ავღანეთი-ირანი-ემირატები-რუსეთის ერთობლივი შპს "მალეს" დირექტორად; 2000-2002წწ. იყო "საქტრანსგაზმრეწვის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. სააქციო საზოგადოება "ნორდ რეალ ესტეიმის" პრეზიდენტი (მოსკოვში); 2004-2007წწ. სააქციო საზოგადოება "ნორდ კონსალტინგ-2000"-ის გენერალური დირექტორი (მოსკოვში); 2010 წლიდან იყო საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2012 წლიდან საქართველოს და კავკასიის ხალხთა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი; დაჯილდოებულია იაპონიის და გვინეის რესპუბლიკის მედლით და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.357 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |