Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრო ლოსაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს; შემდეგ ასპირანტურა. 1960 წელს მიიწვიეს სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სამშენებლო კონსტრუქციებისა და სამშენებლო მექანიკის განყოფილებაში, რომლის ხელმძღვანელიც გახდა 1968 წელს; 1977 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრას; ავტორია რამდენიმე მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოსი და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია უცხოეთსა და საქართველოში; 1990 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორად; მისი კვლევის შედეგი წარმატებით დაინერგა სამშენებლო პროფილის სხვადასხვა საპროექტო და სამეცნიერო ორგანიზაციებში (მოსკოვი, რომი, სანკტ-პეტერბურგი, პრაღა და ა.შ.); განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი წვლილი "ენგურჰესის" უნიკალური თაღოვანი კაშხლის პროექტირებაში; დიდი ამაგი დასდო ახალგაზრდა მეცნიერთა და ინჟინერთა მომზადებას; მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 21 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს, რესპუბლიკის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების სექციის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიების საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე მშენებლობის დარგში; დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაცია - ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში. პროფესპრი. დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის პრემია (1966). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.358; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.436 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |