The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადეჟდა სპერანსკაია

დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1912  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სარატოვი.

1928 წელს მუშაობდა მსახიობად ბაქოს მუშა-ახალგაზრდობის, ხოლო 1932 წელს იმავე ქალაქის წითელდროშოვან მუშათა თეატრებში.

1934 წლიდან თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობია. მსახიობის მიერ შესრულებული როლებია: ვარვარა (პ. პავლენკოსა და ს. რაძინსკის "ბედნიერება"), ლიზა ( ა. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან), მოსამსახურე ( ს. ალიოშინის "დირექტორი"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ფროსია (ი. მიკიტენკოს "ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები"), პოლია (მ. გორკის "მდაბიონი"), ნატაშა (ა. ჩეხოვის "სამი და"), მართა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ბიანკა, ვიოლა (შექსპირის "ოტელო", "მეთორმეტე ღამე") და მრავალი სხვა. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.76-77

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: