The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანატოლი კაჭარავა

ანატოლი კაჭარავა
Date of birth:15 August, 1910
Date of death:8 May, 1982  (at 71 years)
Burial location:საქართველოს სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ტერიტორია, ქ. ბათუმი
Category:Public official, Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის არასრული კურსის გავლის შემდეგ შრომითი საქმიანობა დაიწყო შავი ზღვის სანაოსნოს გემებზე. 1928 წელს სწავლა განაგრძო თავდაპირველად ქ. ხერსონის საზღვაოსნო სასწავლებელში, მოგვიანებით კი დაამთავრა შორეული აღმოსავლეთის თევზსამეწარმეო ტექნიკუმი.
მეორე მსოფლიო ომის წლებში უფროსი ლეიტენანტი ანატოლი კაჭარავა ყინულმჭრელ - ორთქლმავალ-"ალექსანდრ სიბირიაკოვს" მეთაურობდა, რომელიც 1942 წელს არათანაბარ საზღვაო ბრძოლაში ჩაება გერმანელ ფაშისტთა კრეისერ - "ადმირალ შეერთან". ომის დამთავრების შემდეგ ჩრდილოეთის საზღვაო მიმართულებისა და მურმანსკის სანაოსნოს არაერთი გემის კაპიტანია. 1967 წელს მისი ინიციატივითა და თაოსნობით ბათუმში დაარსდა საქართველოს საზღვაო სანაოსნო, რომელსაც 1967-1979 წლებში თავადვე ხელმძღვანელობდა. 1967-1982 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. ქართველ კინოვარსკვლავ - ნატო ვაჩნაძის მეუღლე.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: