The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მაზიაშვილი

გივი მაზიაშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1973წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო კანტორაში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, პარტიის უფროსად; 1973-1976წწ. ქ. თბილისის საქარხნო რაიონის საგზაო სამმართველოს უფროსად; 1976-1986წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს საქარხნო რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1986-1993წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობისა და საგზაო მეურნეობის უფროსი; 1993-1997წწ. იყო თბილისის მერიის სამგორის რაიონის გამგებელი; 1997-2004წწ. ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა საქართველოს სამხედრო გზიდან გლდანამდე ახალი საავტომობილო გზის (თავისი ხიდით), ილია ჭავჭავაძის, მიხაი ზიჩის, ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი სააკაძის ძეგლების მშენებლობაში, შოთა რუსთაველის ძეგლის სრულ რეკონსტრუქცია-განახლებაში; არის არაერთი დაპროექტებული და განხორციელებული საავტომობილო გზის პროექტის ავტორი; იყო თბილისის საქალაქო და რაიონული საბჭოების არაერთი მოწვევის დეპუტატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.360; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.137

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში შეტანილი პორადი წვლილისათვის, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისათვის და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: