The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ მაისაშვილი

ავთანდილ მაისაშვილი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს.

1950-1954წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში" ინჟინრად, სამშენებლო ტრესტ "თბილმეტრომშენში" - ოსტატად და ცვლის უფროსად; 1954-1956წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქსურსათმშენის" N8 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1956-1957წწ. ამავე ტრესტის გურჯაანის N6 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1957-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ლილოს რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1972-1977წწ. შემდეგ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ მთავარი ინჟინერი; 1977-1997წწ. ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული IV მთავარი სამმართველოს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს; 1997 წლიდან ამავე სამმართველოს ბაზაზე შექმნილი შპს "სპეცმედმშენის" დირექტორია; მისი მონაწილეობით აიგო გურჯაანის, ხირსის, წნორის, ვაზისუბნის, შრომისა და სხვა ღვინის ქარხნები, გურჯაანის, სიღნარისა და ლაგოდეხის რაიონებში; ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული თბილისის, ლიკანის, წყალტუბოს, გაგრის, ქობულეთის, მწვანე კონცხისა და ბათუმის საკურორტო-სამკურნალო ობიექტების მშენებლობა-რემონტსა და რეკონსტრუქციას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.361

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: