The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეჟან მაისურაძე

ბეჟან მაისურაძე
დაბადების თარიღი:1956  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არბო, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს.

1979-1981წწ. მუშაობდა რესპუბლიკური სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" გორის სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1981-1986წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის მე-13 მოძრავ მექანიზებული კოლონის უბნის უფროსი; 1986-1987წწ. საკავშირო სამშენებლო-სარემონტო გაერთიანება "ინტერმშენის" სამმართველოს უფროსი; 1987-1991წწ. ტრესტის მმართველი იყო; 2004 წლიდან მუშაობს ქ. მოსკოვში "მოსინმშენის" N91 სამშენებლო სამმართველოს გენერალურ დირექტორად; 2003 წელს არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად; 2013 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.362


გააზიარე: