The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივერი მაისურაძე

ივერი მაისურაძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1963წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ხრამჰეს-II"-ის სამთო ოსტატად და უბნის უფროსად; 1963-1979წწ. "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1979-1984წწ. მივლინებული იყო ხადიტის ჰიდროკვანძის მშენებლობაზე (ერაყში) მთავარ ინჟინრად; 1985-1986წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქგვირაბმშენის" სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1986-1995წწ. საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კავგვირაბმშენის" მთავარი ინჟინერი; 1995 წლიდან ფირმა "რადუგა-M"-ის გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა "ენგურჰესის", "ხუდონჰესის", ჟინვალის ჰიდროსადგურის, კავკასიონის ქედზე 24 კმ-იანი საუღელტეხილო გზის (მთავარი გვირაბით), გვირაბებისა და ხელოვნური ნაგებობების ("ჩრდილო კავკასია-ამიერკავკასიის" გაზსადენის ტრასაზე), თბილისისა და მოსკოვის მეტროპოლიტენების მშენებლობაში; არის  არაერთი რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონების ავტორი, მათ შორისაა დაპატენტებული კომპლექსი დახრილი გვირაბების გასაყვანად, რომელიც "ენგურჰესის" მშენებლობაზე დაინერგა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.363

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: