შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. არჩევსკში, სადაც განვლო თითქმის ყველა სამსახურებრივი საფეხური, ოსტატიდან დაწყებული მსხვილი სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელამდე; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქ. რუსთავში, ხელმძღვანელობდა სამშენებლო, სამონტაჟო სამმართველოებსა და სახლსაშენ კომბინატში 1972 წლამდე; მონაწილეობდა ქ. რუსთავის სამრეწველო კომპლექსის ქარხნების მშენებლობასა და გაფართოებაში, საცხოვრებელი კვარტლების და კომუნალური ობიექტების მშენებლობაში; 1972-1977წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიას", სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" კაპმშენებლობის სამმართველოს; 1979 წლიდან იყო ტრესტ "წყალმშენმასალების" მთავარი ინჟინერი; 1977-1979წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველის მოადგილე; ხელმძღვანელობდა კავთისხევის რკინაბეტონის ქარხნის, შოვის, ჯავის, გაგრისა და გუდაუთის საკურორტო ობიექტების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.363-364
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |