The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მაკასარაშვილი

თეიმურაზ მაკასარაშვილი
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1995წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" VIII არქიტექტურულ სახელოსნოში; 1995-1996წწ. რუსთავის მთავარ მხატვრად; 1996 წლიდან ქვემო ქართლის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო; მისი ძირითადი ნამუშევრებია: რეალიზებული - ლესელიძის ქ. N3-ში მდებარე სახლის რეკონსტრუქცია, ლესელიძის ქ. N5/7-ში ფირმა "სამების" ოფისის ახალი შენობა, შარტავას მემორიალი ქ. რუსთავში; პროექტები: გორგასლის მოედნის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია, "სამხრეთ საგრაფოების ნავთობკომპანია".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.364

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: