The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ მაკიევი

დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1974 წელს. 

1974-1976წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. ვოროშილოვგრადის შახტების სამმართველოში უფროს სამუშაოთა მწარმოებელად; 1976-1980წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენის" კომპლექტაციის განყოფილებას; 1980-1983წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის სამმართველოს; 1983-1990წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს მექანიზაციის ტრესტს, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და ტრანსპორტის გაერთიანებას; 1990 წლიდან სამხრეთ ოსეთში "ზარანჰესის" მშენებლობის უფროსის მოადგილე იყო; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენისა და ზარამანჰესის მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.364


გააზიარე: