The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მამალაძე

მერაბ მამალაძე
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს, ოდესის საზღვაო ფლოტის ინჟინერთა ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი საწყალოსნო მიმოსვლისა და ნავსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1967 წელს.

1970-1984წწ. იყო ფოთის ნავსადგურის მთავარი ინჟინერი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა 2,5 ჰა ფართობის ფოთის პორტის ახალი დაღრმავებული აკვატორია, აშენდა ახალი N6 და N8 გემმისადგომები, რეკონსტრუქცია გაუკეთდა N1 და N2 გემმისადგომებს; ავტორია მთელი რიგი ტექნიკურ სიახლეებისა და წინადადებების, რისთვისაც მინიჭებული ჰქონდა საზღვაო ფლოტის საუკეთესო ინჟინერ-რაქციონალიზატორის წოდება; სრულიად ახალგაზრდა სპეციალისტმა შეასრულა ზღვის სანაპირო ზოლის პლაჟ-წარმომქმნელი რეფულირება, ნავსადგურის აკვატორიიდან ამოღებული პულპის გამოყენებით, რაც მოგვიანებით ფართომასშტაბიანი პროგრამით განახორციელა საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვამ", ქ. ფოთის კუნძულის ზონის სანაპირო ზოლზე; როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, არაერთგზის იყო მივლინებული საზღვარგარეთ გამოცდილების გაზიარების მიზნით; 1984 წლის შემდეგ გადაყვანილ იქნა ქ. ფოთის ტერიტორიულ-დარგთაშორისი გაერთიანების უფროსად; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს ქ. ფოთის სამმართველოს უფროსი, ქ. ფოთის მერიის მრჩეველი, სადაც მუშაობდა 1993 წლამდე; 1993 წელს უბრუნდება ფოთის ნავსადგურს, სადაც მუშაობდა მთავარ სპეციალისტად; დაჯილდოებული იყო შავი ზღვის ფლოტის გენშტაბის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.365; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

გააზიარე: