The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუი-ნაპოლეონ მიურატი

ლუი-ნაპოლეონ მიურატი
სხვა სახელი:ნაპო
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1872
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1943  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიცა, საფრანგეთი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბრიუნუა, საფრანგეთი.

დაამთავრა სომიურის კავალერისტთა სკოლა 1891 წელს.

1891 წლიდან მსახურობდა ფრანგული არმიის 25-ე დრაგუნთა პოლკში. რუსულ ჯარში მსახურობდა 1904 წლიდან ლაიბ-გვარდიის ცხენოსანთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა. 1909-1911 წლებში მსახურობდა კავალერიის ოფიცერთა სკოლაში, საკურსო ოფიცრის თანაშემწედ. მონაწილეობდა 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში. 1914-1915 წლებში მსახურობდა ინგუშთა ცხენოსანი პოლკის მეთაურის თანაშემწედ. 1915 წელს დაინიშნა კავალერიის ოფიცერთა სკოლის პოლკის მეთაურად. კარპატებში ბრძოლების დროს, ძლიერ მოეყინა ორივე ფეხი და ვეღარ შესძლო მიეღო მონაწილეობა ბრძოლებში. 1915-1916 წლებში იმყოფებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში. 1916-1917 წლებში მსახურობდა მე-12 დრაგუნთა პოლკის მეთაურად. რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1921 წლის თებერვლამდე ცხოვრობდა საქართველოში, ზუგდიდში, დედის მამულში. მსახურობდა ქართულ ჯარში. 1919 წლის 23 სექტემბერს დაინიშნა უცხო სახელმწიფოების მისიებთან კავშირის დამჭერ ოფიცერთა ჯგუფში, საკავშირო ნაწილის უფროსის თანაშემწედ. 1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაბრუნდა საფრანგეთში და ცხოვრობდა ქ. ნიცაში. ნეაპოლის მეფის მარშალ იოაჰიმ მიურატის შვილთაშვილი, სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის შვილიშვილი. პოლკოვნიკი (1910), ქართველი გენერალ-მაიორი (1917).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1914 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1905 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1905 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით )
  • 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით )
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით )
  • 1904 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: