The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკობ მუსხელიშვილი

იაკობ მუსხელიშვილი
Date of birth:9 September, 1865
Date of death:21 January, 1936  (at 70 years)
Burial location:ძველი ვერის სასაფლაო (ვერის ბაღი), თბილისი
Category:Military Person

Biography

საერთო განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა.

ჯარში მსახურობდა 1884 წლიდან, ყარს-ალექსანდროპოლის საციხოვნო არტილერიაში. მეთაურობდა საციხოვნო არტილერიის ასეულს. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1915-1916 წლებში-მეთაურობდა მძიმე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს. 1916-1918 წლებში იმყოფებოდა დვინსკის (ლატვიის ქალაქ დაუგავპილსის სახელი 1893-1917 წლებში). სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1918 წლიდან იყო ბათუმის ციხის არტილერიის უფროსი და მიხეილის საციხოვნო არტილერიის მეთაური. 1918 -1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და დარჩა სამშობლოში. არაერთხელ იქნა დაპატიმრებული. პოლკოვნიკი (1911), ქართველი გენერალ-მაიორი (1918).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.81 

Awards and Honors

  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1909 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

Share: