The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე (მიტროპოლიტი)

ლეონიდე
ოფიციალური სახელი:ლავრენტი ჟვანია
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1964  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა გიორგის ეკლესია, არქიელის გორა, ქუთაისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლეჯიქეთი (მაშინდელი ზუგდიდის მაზრა).

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიუღია სენაკის სასულიერო სასწავლებელში. 1903-1907წწ. სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, 1907-1911წწ. წლებში ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1911-1957წწ. იყო საერო სამსახურში, როგორც კვალიფიციური სამართალმცოდნე, იურისტი. 1957წ. 1 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში აღიკვეცა ბერად. 3 თებერვალს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 4 თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 1957 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ სინოდის წევრთა მონაწილეობით აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1958-1959წწ. ეპისკოპოსი ლეონიდე ასრულებდა საქართველოს კათოლიკოსთან არსებული სინოდის რწმუნებულის მოვალეობას. ეპისკიპოსი ლეონიდე გარდაიცვალა სოხუმში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. დაჯილდოებული იყო: "რომანოვების სამასი წლის დინასტიის მეფობის მედლით" (1913), მედლით "1941-1945 წლებში ომში მამაცური შრომისათვის," ხოლო 1958 წელს უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მიერ კუნკულ-ბარტყულზე თვლებიანი ჯვრით, 1964 წელს წმიდა ნინოს - ორდენით.

წყარო: tm.ru.net/wiki


გააზიარე: