The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავითი (ეპისკოპოსი)

ოფიციალური სახელი:დავით ბურდულაძე
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1877
გარდაცვ. თარიღი:1963  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალავერდის საკათედრო ტაძარი, კახეთი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, მაშინდელი სიღნაღის მაზრა.

დაამთავრა სიღნაღის სასწავლებელი.

1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას. 1915 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის, ხოლო 1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში. 1952 წლიდან იყო დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესი. 1958 წლის 8 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. თავდაპირველად დაიკრძალა თელავის საერო სასაფლაოზე, საიდანაც 1995 წელს ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით გადაასვენეს ალავერდის საკათედრო ტაძარში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

წყარო: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)/სერგო ვარდოსანიძე. თბ., 2010. - გვ. 208-209.


გააზიარე: