The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა ხოჭოლავა

იონა ხოჭოლავა
ოფიციალური სახელი:მუხრან ხოჭოლავა
სხვა სახელი:მუხრან ოდიშელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1881
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1922  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოდიშში, ზუგდიდის მაზრა.

დაამთავრა ტფილისის საოსტატო ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება მიიღო პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1910-იან წლებში გადასახლებული იყო კავკასიიდან პოლიტიკური საბაბით. თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში "მუხრან ოდიშელის" ფსევდონიმით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან, იყო საკონსტიტუციო, სამხედრო, გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 1920 წლისათვის მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად ბათუმში დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც აკრიკიტებდა პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. 1921 წლის ბოლოდან "სხივის" წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობდა ბოლშევიკურ რეჟიმთან საბრძოლველად საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათაშორის მოლაპარაკებებში. 1922 წლის მაისიდან იყო "სხივის" წარმომადგენელი "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში". 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.478

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი

გააზიარე: