The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილარიონი (ეპისკოპოსი)

ილარიონი
ოფიციალური სახელი:ავთანდილ სამხარაძე
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:5 დეკემბერი, 2016  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის გალავანი, მცხეთა
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა  თბილისის მეტალურგიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. 1958-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ინჟინრის სპეციალობაზე.

1953-1969 წლებში იყო საერო სამსახურში. 1963-1964 წლებში შეთავსებით სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1964-1968 წლებში იყო სკკპ წევრი. 1969 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდლად და მედავითნედ. 1973 წლის 19 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მედავითნე ავთანდილ სამხარაძე აკურთხა დიაკვნად, 1974 წლის 7 იანვარს-მღვდლად. 1974 წლის 1 სექტემბრიდან 1975 წლის 1 აგვისტომდე იყო სამების ეკლესიის წინამძღვარი. 1975 წლის 12 მაისს გამორჩეულ იქნა ბოდბის ეპისკოპოსად, 22 მაისს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ილარიონი. 24 მაისს აკურთხეს ეპისკოპოსად. 1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V, ეპისკოპოსი ილარიონი დაუპირისპირდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევის წინადადებას და მოსაყდრეობის სასურველ კანდიდატად მიიჩნია ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. 1977 წლის 18 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი თავის მომხრეებთან ერთად შეიჭრა საპატრიარქო რეზიდენციაში. 1978 წლის ივლისში წმიდა სინოდმა ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) დაავალა შეესწავლა ეპისკოპოს ილარიონის საქმე. დასკვნის თანახმადაც 1978 წლის 27 ივლისს წმინდა სინოდის დადგენილებით, ფსიქიკური ავადმყოფობის გამო, ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით, განთავისუფლებულ იქნა ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან. იგი 1982 წელს მკურნალობდა. 1985 წლის 7 მარტს მეუფე ილარიონმა მსოფლიოს საერთაშორისო ეკლესიის შექმნის ზოგადი მოსაზრებანი და დასკვნები წარადგინა და თავი ამ ახალი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. მეუფე ილარიონი გარდაიცვალა 2016 წლის 5 დეკემბერს, დაკრძალულია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის გალავანში.

წყარო: karibche.ambebi.ge


გააზიარე: