შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზი (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული და ინგლისური ენების სპეციალობით 1959 წელს. 1959-1971 წლებში მუშაობდა იმავე ინსტიტუტში ინგლისური და რუსული ენების ლექტორად. 1972 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1975 წელს და სემინარიაში დაიწყო მუშაობა ჰომილეტიკისა და ეკლესიის ზოგადი ისტორიის ლექტორად. 1977 წლის იანვარში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ აკურთხა ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად განაწესა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1977 წლის მაისში აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1978 წლის 8 თებერვალს გამორჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 19 თებერვალს შესრულდა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად ხელდასხმა. 1978 წლის ოქტომბერში მეუფე ნიკოლოზი, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, იმყოფებოდა რომში პაპის იოანე პავლე I-ის დაკრძალვაზე და შემდეგ ახალი პაპის იოანე პავლე II-ის აღსაყდრებაზე. 1978 წლის 14 დეკემბერს მეუფე ნიკოლოზი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 1979 წლის 7 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. 1981 წლის დასაწყისში მას მიეცა მიტროპოლიტობა, 1981 წლის 9 სექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად, 1983 წელს მიტროპოლიტი ნიკოლოზი განთავისუფლდა ქუთათელ-გაენათელობიდან და დაყვანილ იქნა ბერობის ხარისხზე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |