Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოწია ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შარდომეთი, რაჭის მაზრა. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. 1910-იან წლებში მუშაობდა ადვოკატად თბილისში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გარეშე საქმეთა და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. ასრულებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსი მდივნის მოვალეობას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დააპატიმრეს 1923 წლის დასაწყისში. 1926 წლის 31 ივლისს გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებულმა სათათბირომ 3 წლით გადასახლება მიუსაჯა. გადასახლებული იყო ენისეისკში. 1933 წლის 22 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს, ხოლო ამავე წლის 29 ოქტომბერს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.482 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |