The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მამარდაშვილი

რევაზ მამარდაშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს.

1963-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენისა" და N2 სამშენებლო ტრესტის ორგანიზაციებში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნის უფროსად; 1971-1984წწ. იყო იმავე სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, გაგრის ექსპერიმენტული სახლმშენებელი კომბინატის მთავარი მშენებელი; 1984-1992წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს შსს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს გაგრის ზონის უბანს; მონაწილეობდა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის, ცენტრალური არქივის, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოსა და წიგნის ფაბრიკის მშენებლობაში; საკურორტო, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში ქ. გაგრის ზონაში; ასევე, მაღლივი (16 და 18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია იის-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.366


გააზიარე: