The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ბუაძე

ზაზა ბუაძე
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1962  (61 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენის სპეციალობით 1984 წელს, რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (ს. სოლოვიოვის სახელოსნო) 1990 წელს.

გადაიღო მხატვრული ფილმები: "კედელი" (მ/მ, ჟან პოლ სარტრის მოთხრობების მიხედვით, 1991), კრიმინალური მელოდრამა "ჰავაური ვალსი" (გ. დოჩანაშვილის ნოველის "ჩვენს ეზოში წვიმა მოდის" მიხედვით/ ა. ნინუასთან ერთად, 1990), მელოდრამა "მთვარიანი ველის სერენადა" (2004), კრიმინალური დრამა "წითელი ლოტოსი" (2008, უკრაინა), ყოფითი დრამა "ფული ქალიშვილისთვის" (2008, რუსეთი-უკრაინა), დოკუმენტური ფილმი "ბათუმის ომი" (ზ. ცინცქილაძესთან ერთად, 1994), ტელესერიალი "ყავა და ლუდი" (2003-2005). "ნიკონოვი და კომპანია" (ტელესერიალი, უკრაინა, 2015, რეჟისორი), "ჩერვონი" (უკრაინა-ლიტვა, 2017). მოღვაწეობდა რუსეთსა და უკრაინაში. მუშაობდა ტელეკომპანია "იმედში" სცენარების ავტორად და რეჟისორად.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 54; ქართული კონო: ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: geocinema.org.ge


გააზიარე: