შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მამაცაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1956-1961წწ. მუშაობდა "ხრამჰესის" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, ქ. თბილისის წყალსადენის სათავე ნაგებობების სამმართველოს უფროსად, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში; 1961 წლიდან საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო; მუშაობდა სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტ "წყალმშენის" მთავარ ინჟინრად, სამშენებლო ტრესტ "მტკვარწყალმშენის" მმართველად, საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 1981-1986წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მელიორაციის განყოფილების გამგე იყო; 1986-1988წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კომიტეტის "აგრომრეწვის" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1988-1990წწ. სამშენებლო გაერთიანება "მთავარწყალმშენის" უფროსის მოადგილე იყო; წლების განმავლობაში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.366-367 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |