The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მამაცაშვილი

გურამ მამაცაშვილი
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:2009  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს.

1956-1961წწ. მუშაობდა "ხრამჰესის" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, ქ. თბილისის წყალსადენის სათავე ნაგებობების სამმართველოს უფროსად, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში; 1961 წლიდან საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო; მუშაობდა სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტ "წყალმშენის" მთავარ ინჟინრად, სამშენებლო ტრესტ "მტკვარწყალმშენის" მმართველად, საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 1981-1986წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მელიორაციის განყოფილების გამგე იყო; 1986-1988წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კომიტეტის "აგრომრეწვის" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1988-1990წწ. სამშენებლო გაერთიანება "მთავარწყალმშენის" უფროსის მოადგილე იყო; წლების განმავლობაში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.366-367

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: