შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მამრიკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სიქთარვა, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს საასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1961წწ. მუშაობდა საჩხერის სატყეო მეურნეობის დირექტორის მოადგილედ; 1961-1972წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მარნეულის სამშენებლო-სამრეწველო კომბინატის დირექტორად; 1972 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, სამშენებლო-სამრეწველო კომბინატის დირექტორი, ტრესტ "სოფლმშენდეტალის" მმართველი; ხელმძღვანელობდა ხე-ტყის დამამზადებელი საწარმოების მძლავრ ინდუსტრიულ სისტემად ჩამოყალიბებასა და სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების ხე-ტყის ნაკეთობებითა და კონსტრუქციებით დაკომპლექტებას; მიღებული ჰქონდა სხვადასხვა მედლები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.367 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |