The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მუზაფერ მამუჭაძე

მუზაფერ მამუჭაძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2000  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1960 წელს.

პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" აჭარის ფილიალის არქიტექტორად, მთავარ არქიტექტორად, სახელოსნოს უფროსად, ფილიალის მთავარ ინჟინრად და დირექტორად; იყო აჭარის ასსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "სახმშენის" თავმჯდომარე, აჭარის არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა სალექციო კურსს ბათუმის პედაგოგიურ ("სპორტული ნაგებობები") და საქართველოს პოლიტექნიკურ ("პრაქტიკული გეგმარება") ინსტიტუტებში; ძირითადი ნამუშევრებია: ახალგაზრდული ცენტრი ბათუმის მთაზე, სარფისა და ადლიის საბაჟო კომპლექსები, ბათუმის პედინსტიტუტის ახალი კორპუსი, ბათუმის ავტოვაგზალი (900 მგზავრზე), ბათუმის ნავთობბაზის კულტურის სახლი (400 მაყურებელზე), ბათუმის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონისა და "სასროლეთის" მ/რ გეგმარება, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩებისა და პორტის ზღვისპირა პარკის რეკონსტრუქცია, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიის კეთილმოწყობა, მამედ აბაშიძის ძეგლის პოსტამენტი, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და სხვა; 1995 წელს ბათუმში მოაწყო  საკუთარი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.367

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: