The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ მამფორია

არჩილ მამფორია
Date of birth:1914
Date of death:2005  (at 91 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1931 წელს.

1939 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1941-1945წწ. იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1946-1954წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სისტემაში, სადაც განვლო ყველა სამსახურებრივი საფეხური ინჟინრიდან სამმართველოს უფროსამდე; 1954-1966წწ. სათავეში ედგა სამშენებლო სამმართველო "ტყიბულშახტმშენს"; ხელმძღვანელობდა "კომკავშირული" (დღეს მინდელის სახელობის) შახტის, ტყიბულის ახალი ცენტრის ("გედების ტბა" სკვერით), კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეების, საცურაო კომპლექსის, კინოთეატრის, ბანკის, ფოსტის, საშუალო სკოლების, ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობას ქალაქ ტყიბულში; მაღაროთა სამმართველო "ტყიბულქვანახშირის" მთელი ინფრასტრუქტურის შექმნას, ოთხი ახალი დასახლებით დაწყებული, კულტურისა და ჯანდაცვის ობიექტებით დამთავრებული; იყო ტყიბულის საქალაქო საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატი, საქალაქო საბჭოს აღმასკომის წევრი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.368

Awards and Honors

  • ტყიბულის საპატიო მოქალაქე
  • საპატიო მეშახტე
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: