The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დამირ მანჯგალაძე

დამირ მანჯგალაძე
დაბადების თარიღი:1941
გარდაცვ. თარიღი:2014  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1964წწ. მუშაობდა ტაშკენტში, უზბეკეთის საავტომობილო გზების სამინისტროს ხიდმშენებლობის სამმართველოს ოსტატად; 1964-1968წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საკავშიროგზაპროექტის" თბილისის ფილიალის ინჟინრად; 1968-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" მთავარი სპეციალისტი; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1972-1977წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად, განყოფილების გამგის მოადგილედ; 1977-1983წწ. იყო საქართველოს კპ ბათუმის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1983-1986წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე; 1986-1988წწ. საქართველოს მშენებლობის მინისტრი; 1988-1991წწ. მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.368


გააზიარე: