The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ფურცელაძე

გიორგი ფურცელაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1866
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 1924  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი 1886 წელს; ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი 1888 წელს; ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია (მე-2 თანრიგით) 1901 წელს.

1886 წლიდან მსახურობდა პოდპოლკოვნიკად კავკასიის მე-3 სარეზერვო-საკადრო ლაშქარში (შემდგომში ნოვობაიაზეთის 263-ე ქვეითთა პოლკი). მონაწილეობდა (1904-1905) წლების რუსეთ-იაპონიის ომში. 1911 წლიდან მეთაურობდა ლორეს (სომხეთი) 208-ე ქვეითთა პოლკს. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. ომის დაწყებისთანავე გადაყვანილ იქნა ნოვობაიაზეთის (სომხეთი) 207-ე ქვეითთა პოლკში და დაეკისრა პოლკის დროებითი მეთაურობა. 1915 წლიდან მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. გასაბჭოების შემდეგ დარჩა სბჭოთა საქართველოში. 1924 წლის აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა "სამხედრო ცენტრი" ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და დახვრიტეს "ЧК" -ს აგენტებმა. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს იარაღით (1915). პოლკოვნიკი (1911), ქართველი გენერალ-მაიორი (1915).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.88

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ორდენი მახვილებით)
  • 1909 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: