Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ფურცელაძე![]()
Biographyდაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი 1886 წელს; ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი 1888 წელს; ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია (მე-2 თანრიგით) 1901 წელს. 1886 წლიდან მსახურობდა პოდპოლკოვნიკად კავკასიის მე-3 სარეზერვო-საკადრო ლაშქარში (შემდგომში ნოვობაიაზეთის 263-ე ქვეითთა პოლკი). მონაწილეობდა (1904-1905) წლების რუსეთ-იაპონიის ომში. 1911 წლიდან მეთაურობდა ლორეს (სომხეთი) 208-ე ქვეითთა პოლკს. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. ომის დაწყებისთანავე გადაყვანილ იქნა ნოვობაიაზეთის (სომხეთი) 207-ე ქვეითთა პოლკში და დაეკისრა პოლკის დროებითი მეთაურობა. 1915 წლიდან მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. გასაბჭოების შემდეგ დარჩა სბჭოთა საქართველოში. 1924 წლის აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა "სამხედრო ცენტრი" ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და დახვრიტეს "ЧК" -ს აგენტებმა. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს იარაღით (1915). პოლკოვნიკი (1911), ქართველი გენერალ-მაიორი (1915). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.88 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |