The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე ქუთათელაძე

კირილე ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1861
გარდაცვ. თარიღი:1929  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა მიხეილის ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია 1878 წელს, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1881 წელს და მიხეილის საარტილერიო აკადემია (1-ი თანრიგით) 1886 წელს.

ჯარში მსახურობდა 1878 წლიდან, კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, შემდეგ მსახურობდა ტფილისის ქვეითთა იუნკერთა სასწავლებელში სასწავლო ნაწილის საქმის მწარმოებლად. 1897-1903 წლებში მსახურობდა მე-20 საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის მეთაურად. 1903-1904 წლებში ასრულებდა ჩუგუევის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსის თანამდებობას. 1904-1909 წლებში მსახურობდა პოლკოვნიკად ვილნოს (ლატვია) სამხედრო ოლქის სასწავლო-საარტილერიო პოლიგონის უფროსად. 1909-1910 წლებში მსახურობდა მე-6 სარეზერვო საარტილერიო დივიზიონის მეთაურად და დავალებათა შტაბ-ოფიცრად არტილერიის გენერალ-ინსპექტორთან. 1910-1916 წლებში მსახურობდა დავალებათა გენერლად არტილერიის გენერალ-ინსპექტორთან. 1916-1917 წლებში მსახურობდა დავალებათა გენერლად უმაღლესი მთავარსარდლის დაქვემდებარებაში მყოფ არტილერიის საველე ინსპექტორთან. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, გენერალური შტაბის საარტილერიო სექციის უფროსად და ბათუმის ციხის კომენდანტად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო პოლონეთში. მსახურობდა პოლონეთის ჯარში კონტრაქტით. 1930 წელს ცხოვრობდა ქ. ბიდგოშჩში, დაიღუპა ავტოავარიაში. პოლკოვნიკი (1904), გენერალი-ლეიტენენტი (1916), დივიზიის გენერალი (1926).

წყარო:  სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.90

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1914 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1910 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1900 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: