The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნეიმანი

დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1983  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს.

1928 წელს პარალელურად  მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში მევიოლინედ. 1932-1934 წწ. მოღვაწეობდა მოსკოვის წითელი არმიის ცენტრალური კულტურის სახლთან არსებულ ანსაბლში. 1934 წლიდან მუშაობა განაგრძო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც დაჰყო 1974 წლამდე. პარალელურად შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრში, რომელსაც დირიჟორობდა ე. მიქელაძე. 1937 წლიდან ა. ნეიმანი მონაწილეობდა ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში.

 წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: