შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლასი მანჯგალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჩრდილოეთ ოსეთში; სათავეში ედგა მხარის ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო ორგანიზაციას; 1970 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, შემდეგ მმართველი; 1974 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ ოსეთის არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის - ოსეთის ეროვნული თეატრის, კულტურის სახლის, სამრეწველო კომპლექსების, სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობას; მისი ხელმძღვანელობით აშენდა მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი და რუსთავის ქიმიური კომბინატები, ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა, მთელი რიგი სამრეწველო ობიექტები აფხაზეთსა და ქ. ჭიათურაში; რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა და რუსთავის მეტალურგიულ ქარხნებს; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.368-369 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |