The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაბელია

გიორგი გაბელია
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1947
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 2007  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ფორტეპიანოს კლასი) 1972 წელს.

1969-1990წწ. მუშაობდა საქართველოს სატეელვიზიო ფილმების სტუდიაში ხმის ოპერატორად, რეჟისორის ასისტენტად, დამდგმელ რეჟისორად. გადაიღო დოკუმენტური და მუსიკალური ფილმები. მათ შორის: "ოცნებათა პალიტრა" (1976, მხატვარ ეკატერინე ბაღდავაძეზე), "მღერის სპი-ის ტრიო" (1977), "გადაღების დაწყებამდე" (1978), "ნახტომი" (1980), "ოლენკა" (1985, "პორტრეტი" (1986), "იყო და არა იყო რა" (1988), "დიდს, შავს, დაბურულ ტყეში..." (1990), "ლექსო თორაძე" (1991). 1991 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მუშაობდა  მოსკოვში. გადაიღო ფილმები: "კიტაი-გოროდის აღორძინება" (1991), "დიდი ქალაქის სამი სახე" (1997), "ოლეგ ეფრემოვი" (1997), "ბერიკები" (1998), "ათი მცნება" (2006) და სხვ. ფილმისთვის "ოლენკა" სვერდლოვსკის დიკუმენტური ფილმების I საკავშირო ფესტივალზე გადაეცა პრიზი (1985), ფილმისთვის "ბერიკები" 1999 წელს "მოსკოვური პეგასის" მთავარი პრიზი გადაეცა.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 56; filmnavi.ru


გააზიარე: