The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ მარგველაშვილი

ნუგზარ მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1957წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 ტრესტ "საქშახტმშენის" N2 სამშენებლო სამმართველო "ახალციხშახტმშენში" - სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1963წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1963-1965წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომში - წარმოებისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსპექტორი; 1968-1974წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" რკინაბეტონის ქარხნის (1967 წლიდან) და სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" რკინაბეტონის კომბინატის დირექტორი; 1974-1981წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" მმართველის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1981-1994წწ. საქართველოს ტურიზმის საბჭოს უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კაპმშენებლობის განყოფილების უფროსი, სამშენებლო გაერთიანება "სოფლსპეცმშენისა" და "საქსოფლგზის" მთავარი ინჟინერი; 1994 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის შიდა კონტროლის მთავარი სპეციალისტია; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.369


გააზიარე: