The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ მარგველაშვილი

ომარ მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს.

ინსტიტუტში სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს გაერთიანება "თბილქალაქმშენში" სპორტის სასახლის მშენებლობაზე მემონტაჟედ, მშენებელ ოსტატად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" ოსტატად, ინჟინრად, უფროს ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო სამმართველო "მადნეულმშენის", ხოლო 1973 წელს სამონტაჟო სამმართველო "საქშახტმონტაჟის" უფროსად; 1976 წელს ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველად; 1979 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1983 წელს მოსკოვში დაამთავრა საკავშირო მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემია ეკონომიკის, ორგანიზაციის, დაგეგმვისა და მართვის სპეციალობით; 1983 წლიდან საქართველოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილე იყო; 1986 წლიდან მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1991-1994წწ. იყო საქართველოს მატერიალური რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე; 1994-2004წწ. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2004 წლიდან სს "თბილღვინოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; არის 11 სამეცნიერო ნაშრომის და სამი წიგნის ავტორი; საქართველოს და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსი; საბჭოთა საქართველოში ერთადერთი ლომბარდის არსებობის დროს წლების მანძილზე ურიცხვი ძვირფასი ისტორიული და ანტიკვარული ნივთი მოსახლეობის მიერ გამოუსყიდველობის გამო იგზავნებოდა მოსკოვში ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ საცავებში; ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემის შესწავლის შემდეგ მიაღწია აღნიშნული ეროვნული საგანძურის საქართველოში დატოვებას და მუზეუმებზე გადაცემას; ორჯერ იყო მიწვეული მოსკოვში წითელი მოედნის სამთავრობო ტრიბუნაზე 1981 და 1982 წლებში; არის საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების საბჭოს წევრი. არის მშენებლობის ეკონომიკის, მართვისა და ტექნოლოგიური კომპლექტაციის საკითხებზე სამეცნ. ნაშრომების ავტორი. 1962–1964წწ. იყო საქართველოს სამგზის ჩემპიონი აკადემიურ ნიჩბოსნობაში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.369-370; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.93; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.528

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • რუსეთის დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: