The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მარგიშვილი

გიორგი მარგიშვილი
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1982 წელს.

1983-1985წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" მე-2 არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად; 1991-1995წწ. სახელოსნოს ხელმძღვანელად; მისი ძირითადი განხორციელებული ნამუშევრებია: საცხოვრებელი სახლები რუსთავის სტამბის თანამშრომელთათვის (1989); საცხოვრებელი სახლი თბილისში, იორის ქუჩაზე (1990), ოფისი ლერმონტოვის ქუჩაზე (1993); პროექტები: ახალი ხაიშის გენგეგმა (1984-1985), მუხრანის ცენტრის რეკონსტრუქცია (1988), საცხოვრებელი კომპლექსი ანაგის ქუჩაზე (1990); სასტუმრო და საავადმყოფო ქ. ფაცაში (თურქეთი, 1990); საცხოვრებელი სახლები ნუცუბიძის პლატოზე (1992), სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია (1993), ზემო ვაკის მოშენების პროექტი (1992-1993). 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.370

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი (1991-)

გააზიარე: