The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ღლონტი

მიხეილ ღლონტი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1858
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1924  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა ელისავეტგრადის (უკრაინა) კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი.

ჯარში მსახურობდა 1879 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომში, დაიჭრა და მიიღო ძლიერი კონტუზია. 1909-1914 წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში. 1910-1914 წლებში მეთაურობდა კავკასიის მე-7 სათადარიგო კავალერიის პოლკს. 1914-1917 წლებში იყო კავალერიის სათადარიგო ბრიგადის უფროსის თანაშემწე. 1917 წლის 27 სექტემბერს დაინიშნა კავალერიის სათადარიგო ბრიგადის უფროსად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთაურობდა პოლკს. დაიღუპა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს. მიუხედავად წამებისა, არ გასცა არავინ. რეპრესირებული. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს იარაღით (1907). პოლკოვნიკი (1907), ქართველი გენერალ-მაიორი (1917).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.92

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1906 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1902 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: