The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ყაზბეგი

ივანე ყაზბეგი
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1860
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1943  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:Powazkowskim-ის სასაფლაო, ვარშავა, პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის 1-ლი სამხედრო გიმნაზია, კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა.

ჯარში მსახურობდა 1878 წლიდან მე-20 საარტილერიო ბრიგადაში. მისი მომდევნო სამხედრო სამსახური დაკავშირებული იყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადასთან, სადაც ის 1904-1912 წლებში მეთაურობდა მე-6 ბატარეას, 1912-1916 წლებში 1-ლ ბატარეას, ხოლო 1916 წლის 12 მაისიდან მთლიანად ბრიგადას. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 1921 წელს  საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში (ქ. სტამბოლი), შემდეგ პოლონეთში. 1922 წლიდან ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის ჯარში, სადაც მსახურობდა კონტრაქტით. 1923 წლის იანვარ-აპრილში, მსმენელის რანგში მან გაიარა გადამზადება საპოლკო მეთაურთა მე-4 კურსზე, ქ. რემბერტოვოს კადრების მომზადების სასწავლო ცენტრში და 1923 წლის აპრილ-ოქტომბერში საარტილერიო კურსზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქ. ტორუნში (პოლონეთი). აუცილებელი პრაქტიკის დამთავრების შემდეგ მიღებულ იქნა ქ. ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად, სადაც როგორც ირკვევა, დაჰყო 1926 წლამდე. 1928 წელს იგი ირიცხებოდა ქ. რემბერტოვოს სასწავლო ცენტრის შტატში, სადაც მოგვიანებით მსახურობდა ლექტორად ქვეითთა მომზადების ხაზით. 1931 წლის 31 აგვისტოს დათხოვნილ იქნა თადარიგში, კონტრაქტის დასრულების გამო. პოლკოვნიკი (1912), ქართველი გენერალ-მაიორი, ბრიგადის გენერალი.

წყარო:  სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.93

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით )
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით )
  • 1914 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1902 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1901 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: